მთიან ყარაბაღში სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნი იქნა 19 სამხედრო მოსამსახურისა და 1 სამოქალაქო პირის სხეულის ნარჩენები. ამის შესახებ ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის საგანგებო სამსახურის საზოგადოებასთან ინფორმაციის სამსახურის უფროსი, უნან თადევოსიანი ავრცელებს. მასზე დაყრდნობით აღნიშნული ფაქტის შესახებ წერს Sputnik Armenia
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა ჰადრუტისა და ჯებრაილის რაიონებში – სამხედროების ნეშტები უშუალოდ საბრძოლო პოზიციებზე იქნა აღმოჩენილი.
13 ნოემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ყარაბაღში საერთო ჯამში აღმოჩენილ იქნა 1175 გარდაცვლილი სომეხი მებრძოლის ცხედარი.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერის, ალინა ნიკოღოსიანის თქმით, სომხურმა არმიამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე 44 დღიან ომში 3330 ჯარისკაცი დაკარგა.
კომენტარები