მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მე ჩემი ახალი წელი მაქვს, ფეხით სიარულის ათკილომეტრიანი დღესასწაული.
სწორედ ამ წუთას ყაზბეგიდან მარჯვნივ ჩავუხვიე, მანქანიდან კაცი გადმომიხტა და შემომძახა:
– შმიდტის ქუჩა არ იცი?
– ლეიტენანტ შმიდტის?
– არა, შმიდტის კი არა – ბურძგლასი… ბურძგლას ქუჩა?
მეთქი დავფიქრდები… მაგრამ ვერ დავფიქრდი…
უბრალოდ ხელი გავიშვირე მარჯვნივ და ვთქვი:
– ეს მარშალ გელოვანის ქუჩაა.
– მარშალ გელოვანის ქუჩა ყოფილა – გადასძახა თავის ძმაკაცს.
– ჰოდა, ეგ არის, – უპასუხა იმან, – დაჯექი მალე!
შეუხვიეს და თვალს მიეფარნენ.
მთლად შიზოფრენიას ნუ დავარქმევთ, სიურრეალიზმში გავატაროთ.”
კომენტარები