დღეს, 15 ივნისს, ბრალს წაუყენებენ პოლიციელს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა ბათუმში.
პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
უწყება ადასტრებს, რომ პოლიციელი ავტომანქანას მართლაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ 13 ივნისის საღამოს მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. ის 35 წლამდე იყო. მეორე მძიმედ დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული.
კომენტარები