საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სამოქალაქო საბჭოს წევრი, ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის დააჯარიმეს. თუმცა, 28 აპრილს, იმ დროს, რომელი დროისთვისაც ჯარიმაა გამოწერილი, სახლში იმყოფებოდა.
საჯარიმო ფურცელსა და დანართზე, რომელსაც აქტივისტი ავრცელებს, წერია, რომ საჯარიმო ელექტრონული ოქმი 7 მაისს დაწერეს და 28 აპრილის მოვლენებს ეხება.
როგორც ცაბუნია ვართაგავა “ნეტგაზეთს” უყვება, ამ ადგილას და ამ დღეს მისი მეგობარი დემონსტრაციულად არღვევდა კომენდანტის საათს, ინსპექტორმა კი ჩათვალა, რომ ისიც მასთან ერთად იქნებოდა, რადგან მანამდეც ერთად დაუგეგმავთ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობა. რეალურად კი, პოლიციელი მას ვერ დაინახავდა, ვინაიდან იმ დროს ცაბუნია სახლში იყო.
„ყოველდღე 6 საათზე ვამთავრებ სამსახურს, 7-ზე კი უკვე სახლში ვარ. როგორც ჩანს, ინსპექტორს დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა და ვერ წარმოიდგინა, რომ ჩემი მეგობარი ჩემ გარეშე იქნებოდა იქ.
ვუკავშირებ ჩემს აქტივიზმს, მინიმუმ იმიტომ, რომ ვეგონე, რომ რაკი ჩემ მეგობარი იქ იყო, რომელთან ერთადაც ვარ ხოლმე, იქ ვიქნებოდი მეც. ან შეიძლება ჩემთვის დისკომფორტის შექმნის მიზნისთვისაც ყოფილიყო…“, — ამბობს ყვება ის და დასძენს, რომ იურიდიული კონსულტაციის შემდეგ უახლოეს დღეებში ჯარიმას გაასაჩივრებს.
იგი, სოციალურ ქსელში, თავადვე აქვეყნებს ოქმის ფოტოს და წერს:
“მტყუანს შე@ეცი, როგორც მანდ არ ვიყავი და საერთოდ არ დამირღვევია კომენდანტი.
ახლა ვფიქრობ, გავასაჩივრო თუ პირდაპირ დავახვიო, მოვიტანო და სადაც საჭიროა იქ წავიღო ეს ჯარიმა”
ამ მომენტისათვის, შსს-ს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.


კომენტარები