დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“მცდარია და მიამიტურია მოსაზრება, თითქოს რუსეთს არ აწყობს “მეორე ფრონტის” გახსნა საქართველოში.
რუსეთის იმპერია სულდგმულობს ომებით, ახალი ტერიტორიული მონაპოვრებით.. მას კი ახლა რთული დროება უდგას – უკრაინასთან წამოწყებული ომი დროში გაიწელა, ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა, იმ ჯარისკაცებს ოჯახები და ახლობლები ჰყავთ, რომლებსაც კითხვები გაუჩნდათ.. დაწესებული სანქციების გამო ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია..
ახლა კრემლს ჰაერივით სჭირდება “სასიხარულო ინფორმაციებით” გამოკვება..
რატომ იტყვის უარს საქართველოსთან მორიგ “წარმატებულ ომზე”?
შემთხვევითი არ არის ბოლო დღეებში გააქტიურებული იდეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ – კრემლი საქართველოს პროვოცირებას ახდენს, რადგან თბილისმა “რამე უნდა იღონოს”, თანაც ახლა “მოხერხებული დროა” – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტექნიკის ნაწილი გაიყვანა და ტერიტორიების დაბრუნება გადაუჭრელ ამოცანად აღარ გამოიყურება..
ეს სატყუარაა. ეს უბრალოდ სათაგურია.. სწორედ ამას ელოდება ის ჩვენგან.
არგაღიზიანების და ლაქუცის პოლიტიკა უბრალოდ სასაცილოა. გინდ დაუყვავე, გინდ ლოგინში ჩაუხტი, გინდ შუა რუსთაველზე მოუწყვე ბაზები, რუსეთისთვის სულ ერთია – მან ტერიტორია უნდა წაგართვას, თუგინდ ერთი სოფელი, ან ერთი სოფლის ერთი ბოსელი, უნდა წაგართვას და წერტილი.
ასეთია მისი ბუნება, მისი არსი.
როგორ მოვიქცეთ?
უნდა ჩავიდეთ ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელში, პეკინში, ყველასთან, ვისაც ჩვენი დაცვა ხელეწიფება..
..და – ჰო, ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის.”
კომენტარები