ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხს სცემს ერთ-ერთ მომხარებელს, რომელსაც მწერალმა, ზურა ოდიალავაძემ ჩაუგდო მისი და ნოდარ მელაძის ცეკვა წარწერით – „ლიდერი“:
“ნეტა, არ გააფრენდეს ზოგი ჩემ ნიადაგზე. რა სხვაობაა ამ ხალხსა და ქოცებს შორის – ჩემზე ნარატივის ფორმით და შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, არანაირი.
5 წელია სახლი-სამსახურის გარდა სხვაგან ვერ წავსულვარ, ახლა საზღვარგარეთაც ვერ გავდივარ. და ჩემი გუნდის კორპორატივზე თუ დავლევ და ვიცეკვებ, ამაზე მდიეთ ახლა კიდე და იქილიკეთ…
თავისუფლების მოძულე ნაძირლები.
update: ჩამიგდო ზურა ოდილავაძემ. სქრინსაც დავდებდი უბრალოდ ვშლი ყველა გამოგზავნილ მესიჯს და ინსტიქტურად წავშალე. უხერხული არაფერია და გასაჯაროება რომ არ მდომებოდა არც დავწერდი – მომწერა სტატუსის ავტორმა.
ასეთი მწერალიც გვყოლია და ნაციც. ერთდროულად. ყოჩაღ”
კომენტარები