მცხეთის მერია განცხადებას ავრცელებს და იტყობინება რომ რესტორნ “საჭაშნიკე-სალობიეს” იუბილეს აღნიშნავს:
კვირას, 19 ივნისს, 17:00 საათზე, მცხეთის კულტურის სახლში გაიმართება საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორნის, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს-ობიექტის მცხეთის “საჭაშნიკე-სალობიეს” 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: ანსამბლი “ივერია”, მანანა თოდაძე, გურამ ჯაში, სოფო ბედია, დუეტი “ჯორჯია” და ირმა სოხაძე.
ღონისძიებას წარმართავენ ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი.
მცხეთის სალობიეს 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან, საპატრიარქოდან. მოწვეულნი არიან, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
დასწრება თავისუფალია.
მას შემდეგ, რაც მცხეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, განთავსებული განცხადება გავავრცელეთ, მერიის გვერდიდან, ზემოთ მოცემული განცხადება და ფოტო გაქრა…
კომენტარები