თამარ ბაჩალიაშვილის საქმე – გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული.
“ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი….ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას. მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო, თორემ, საქმეს მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს.”
ამ წუთებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
კომენტარები