უკრაინაში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
“არის შეტაკებები, როგორ უნდა ვთქვა ომის დროს ყველაფერი კარგადაა მაგრამ ეს ხომ შედარებითი ამბავია,
მწყრებივით ხოცავს უკრაინის შეიარაღებული ჯარი, რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავებს.
ჩვენ და უკრაინას მტერში არ გაგვიმართლა, ყველაფერს კადრულობენ ღორები…
კიევის გარე უბანში ეს წუთია კიდევ ერთი მწყერი მოკლეს.
გუშინდელმა ღამემ მსოფლიოს დაანახა რომ უკრაინამ შეუძლებელი შეძლო!
არ ვიცი მსოფლიო ომია თუ არა მაგრამ ამ ომის გულში მყოფი ადამიანები ვსწავლობთ ამ სიტუაციაში ცხოვრებას და თანადგომას! ყოველდღე ემატება ადამიანებს სიმტკიცე და იმედი, ვეჩვევით გამარჯვების რთულ გზაზე სიარულს!
ყველა მივხვდით რომ უფალი იცავს კიევს !
გვჯერა ხვალ ან გამარჯვებული ან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იდგება უკრაინა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!”
კომენტარები