ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მსაჯს კი მადლობას უხდის ფასილიტაციისთვის.
რა გახდა, ბიჯო, 11 ყივჩაყი ნაკრებში. ხო ხედავთ, ვერ თამაშობენ ესენი!
შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. უფრო მეტიც, აქამდე მოსვლა სწორედ ამ მწვრთვნელის დამსახურებაა. მწვრთვნელზე დაბრალება, უფრო დიდი პრობლემების გადაფარვის მცდელობა მგონია. ვიყოთ სირაქლებას პოზაში, ბაზარი არაა. უბედურება ისაა, რომ ევროპაზე გასვლას ქართული ფეხბურთის წარმატებად რომ ჩავთვლიდით. სიმართლეს ვერ დავემალებით.
საქართველოს ნაკრებს ჰყავდა რამდენიმე უცხოელი მწვრთვნელი, აქედან სამი იყო სერიოზული მიღწევებით სხვა გუნდებში.
კლაუს ტოპმიოლერი: 2002 წელს ლევერკუზენი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იმავე წელს გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთვნელი.
ექტორ კუპერი: ვალენსია ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეგვიპტე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. სხვა მიღწევებზე არაფერს ვიტყვი. ესეც საკმარისია.
ვლადიმერ ვაისი: სლოვაკეთი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. იქ კი გავიდა ჯგუფიდანაც.
აქ ვერც ერთმა ვერ მიაღწია რაიმე სერიოზულ წარმატებას. ეს მათთვის, ვინც ნაკრების პრობლემას მწვრთნელში ხედავს.”
კომენტარები