მუდმივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ პაციენტთა რაოდენობას, გაწერილია გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე, ან არასაავადმყოფო პირობებში და იქ მოხდეს მათი ზედამხედველობა, – ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა განცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ კოვიდინფიცირებულის სურვილზე დამოკიდებული, მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი და მექანიზმი.
როდესაც ავადმყოფი არის იზოლირებული საავადმყოფოში, გარანტია იმისა, რომ ეს პაციენტი არის სრულად და კარგად იზოლირებული და არ მოახდენს დაავადების გადაცემას სხვა ადამიანებზე, არის უფრო მეტი.
შესაბამისად, ეპიდსიტუაციის მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყველა პაციენტი იყოს იზოლირებული და უმჯობესია ეს იზოლირება მოხდეს საავადმყოფოს სივრცეებში, სადაც თითოეული მათგანისთვის შექმნილია ადეკვატური სიტუაცია.
მეორეს მხრივ, მკურნალი ექიმები უკეთ ადგენენ და ახდენენ თითოეული შემთხვევის მონიტორინგს.
მუდმივად არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ რაოდენობას, გაწერილია გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე, ან არასაავადმყოფო პირობებში და იქ მოხდეს მათი ზედამხედველობა.
ხოლო საავადმყოფოებსა და ჰოსპიტლებში მოხდეს საშუალო და მძიმე პაციენტების მეთვალყურეობა.
ასეთი გეგმები არსებობს, არსებობს მზადება შესაბამისი პროტოკოლების, რომლის მიხედვითაც ადამიანები თავისი უბნის ან პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებენ მკურნალობას ბინის პირობებში, თუ საქმე გვექნება კოვდინფიცირების მსუბუქ შემთხვევებთან,“
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 496-მდე გაიზარდა.
პრაიმტაიმი
კომენტარები