იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე, აშშ–ის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძე აცხადებს:
მე პირდაპირ გეტყვით, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან საქმე არ არის კორუფციაში, ეს არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ რა არის ნამდვილი მიზეზი – რეალური მიზეზია სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მიტაცება – შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ – პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები წერდნენ…
გეტყვით, რატომ უნდა გაეკონტროლებინათ – ქალბატრონი დეგნანი იძახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი – თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის გადაწყვეტილებებს, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს.
ჩემთან პირადად, მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის საბჭოში მათთვის საურველი იყო ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. ამის მტკიცებულებებიც მაქვს – ამ ჩარევებს, რომელიც ხდებოდა აშშ–ის სელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს.
იმდენმა მოსამართლემ გამოხატა ჩემ მიმართ მხრადაჭერა, რომ ის მიზანი, რომ მოხდებოდა დაპირისპირება სასამართლო სისტემაში და მოხდებოდა სასამართლოს დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, ეს მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანია, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში, ამოეწურათ იმედი… საბოლოო ჯამში ვიმეორებ აშშ–ის საელჩოს უნდა სასამართლოს მისაკუთრება.
ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა სასამართლო არ არის ღამის ზარებიო, ესე იგი მისმენენ… ვთხოვ გამოაქვეყნონ, რა ზარებს ვახორციელებ.
შეგახსენებთ, კელი დეგნანმა განაცხადა:
“100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა – ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.”
კომენტარები