სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:
“საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებულია საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეუძლია ნახოს ნებისმიერმა მოქალაქემ.
,,მოსამართლე” მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს თავისი კუთვნილი მიწები ფარულად გაფორმებული აქვთ მათ სანდო პირზე, თამარ მიქანაძეზე. სანამ ,,მოსამართლე’’ ლევან მურუსიძე 20 სექტემბერს ფარულად ჩაიწერდა სამხარაძის საუბარს, 16 სექტემბერს თამარ მიქანაძემ დაჩქარებული წესით, თავის საკუთრებაში არსებული ქონება გადაუფორმა დედამისს, მანანა დობორჯგინიძესა და თავის დას, შორენა მიქანაძეს, რაც იყო მურუსიძის შემუშავებული ,,კრეატიული’’ გეგმის შემადგენელი ნაწილი. 16 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე, სულ 9 განცხადება ფიქსირდება მანანა დობორჯგინიძის სახელზე, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა, ვინაიდან დაჩქარებულ მომსახურებაში გადაიხადეს 300 ლარი. ჩნდება კითხვა, რატომ ეჩქარებოდა ასე ძალიან თამარ მიქანაძეს აღნიშნული ქონების გადაფორმება? იმიტომ, რომ მურუსიძემ იცოდა, მათ მიერ გადამალული ქონების შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობდა დეტალებს , ამიტომ აუდიო ჩანაწერში ლევან მურუსიძე სამხარაძის მიერ დასმულ კითხვაზე მიწებთან დაკავშირებით უპასუხა, რა შუაშია ჩინჩალაძე, ეგ მიწები ერთი ოჯახის არისო. დიახ, 16 სექტემბრის განცხადებების საფუძველზე ეს მიწები ნამდვილად გადაფორმდა ერთ ოჯახზე, მაგრამ ერუდირებულმა მურუსიძემ დაუშვა შეცდომა, რადგან აუდიო ჩანაწერში დაადასტურა, რომ ამ მიწების შესახებ ინფორმაციას ნამდვილად ფლობდა, დანარჩენს სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამოიძიებენ და ლევან მურუსიძეს განაჩენს დამოუკიდებელი და პროფესიონალი მოსამართლე გამოუტანს კანონის შესაბამისად !
რამდენჯერაც უარყოფთ კანონს, რამდენჯერაც დაარღვევთ მამაჩემისა და ჩვენი ოჯახის უფლებებს, იმდენჯერ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება თქვენს დანაშაულზე ! ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას და აუცილებლად მოვა თქვენი დროც !
მე, პოლიტპატიმარი სოსო გოგასვილის შვილი, 28 წლის ნინი გოგაშვილი 2 თვეა ვიბრძვი ამისთვის და არ ვაპირებ შევწყვიტო ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც არ აინტერესებს კანონი, არ აინტერესებს ბავშვების უფლებები და აინტერესებს მხოლოდ რუსული გეგმა !”
კომენტარები