მოსამართლე ლევან მურისიძემ „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან საუბრის შინაარსს ასახავს.
სამი შემდგარი შეხვედრიდან ეს არის ბოლო შეხვედრა, რომელიც გაიმართა 20 სექტემბერს დაახლოებით ღამის 23.00 საათზე გოგაშვილის დაცვის უფროს ალეკო სამხარაძესთან, ხოლო მეორე დღესვე, 21 სექტემბერს მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია შანტაჟსა და მუქარაზე.
მოსამართლე ლევან მურუსიძემ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ სოსო გოგაშვილმა მას წერილი მისწერა და დაიმუქრა, რომ თუ არ გათავისუფლდებოდა, ისეთ რაღაცებს დააბრალებდა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდებოდა.
იმედინიუსი.
კომენტარები