ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გორის ჰოსპიტალი მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ, მან თქვა
“გორიც ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, რომელიც სჭირდება კლინიკას, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არ მუშაობს MRT-ს აპარატი არ შეესაბამება სინამდვილეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც მას დასჭირდება.
უარის მთავარი პირობა იყო – უსაფრთხოება, ჩაითვალა, რომ ეს არის ის ლოკაცია, სადაც შეგვიძლია პაციენტს მაქსიმალური უსაფრთხოება შევთავაზოთ. მოეწყო მისთვის სპეციალური პალატა, სადაც ის გააგრძელებს მკურნალობას. ჰოსპიტალი არ გადაიკეტება. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მის ჯანმრთელობაზე დაკვირვებას.
კომენტარები