ჩვენს მიერ გამოჯანმრთელებულ მძიმე პაციენტებს სხვადასხვაირად ვუმკურნალეთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელებმა „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
მარინა ენდელაძე კორონავირუსისთვის არადამახასიათებელ სიგნალებზე საუბრობს, რაც მათ კლინიკაში ერთ-ერთ პაციენტს გამოუვლინდა.
„მუცლის არეში ტკივილი და დიარეა არის „კოვიდის“ დამახასიათებელი სიმპტომი, მაგრამ ძალზედ იშვიათი. რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები. იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან „კოვიდ-19“-ი ამდენად, ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ, ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ, წინა პლანზე წამოწეული არ არის. ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კომენტარები