ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომის დღესასწაულზე წირვაზე ვერ წავიდეს.
“მე რომ მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს, თუ ვირუსი მომკლავს… მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე. მე მაგალითად მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე”,- განუცხადა “რუსთავი 2”-ს სასულიერო პირმა.
კომენტარები