რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.
კარასინმა თქვა, რომ იგი სექტემბერ-ოქტომბერში პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძესთან.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში, ვფიქრობ შემოდგომაზე – სექტემბერ -ოქტომბერში – ჩვენ შევძლებთ პირადად შევხვდეთ,” – თქვა მან..
კარასინმა დასძინა, რომ იგი აბაშიძესთან ხშირ კონტაქტს ინარჩუნებს ვიდეო ბმულით. ”კონტაქტები საკმაოდ სასარგებლოა, მათ კარგი შედეგები მოაქვთ პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში, მათ შორის ჰუმანიტარული გეგმის, სატრანსპორტო საკითხების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
2012 წლიდან პრაღაში იმართებოდა რეგულარული შეხვედრები ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს მოლაპარაკებების ფორმატი რჩება ერთადერთ პირდაპირ დიალოგად მოსკოვსა და თბილისს შორის.
კომენტარები