თათბირი დასრულებულია – „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებაზე გადადის. თუ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ისევ ციხეში დატოვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ უწყვეტ აქციებს აანონსებს, – ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს
უკვე დაგგემილია აქცია 9 დეკემბერს. სამართლოში. პრეზიდნეტის პროცესზე მივა ყველა, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეებიც.
ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს:
„პარტია მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ვართ საოცრად ერთიანი და განსხვავებული აზრები არ არსებობს. ერთიანობის მნიშვნელობას ყველა ვხვდებით, ამიტომ 9 დეკემბერს დაიწყება პროცესი, სადაც ჩვენ, ბუნებრივია, შევიკრიბებით და საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, პარტია გააგრძელებს კოორდინაციას როგორც პარტიის შიგნით, ოჯახთან, ასევე დაცვის მხარესთან, რათა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მათ შორის, აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით, დიპლომატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად, მათ შორის, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. რადიკალური მოქმედებების გეგმასა და პირობებზე, ბუნებრივია, ახლა ვერც ვიმსჯელებ და ვერც გაგაცნობთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მოლოდინი არის, რომ ხელისუფლებას ეყოფა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“
კომენტარები