მზია ამაღლობელს ციხეში აბრუნებენ. რეჟიმის ტყვე ჟურნალისტის ეტაპირება ქალთა დაწესებულებაში, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. კლინიკასთან უკვე გამოჩდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს ავტომობილები მზია ამაღლობელის ეტაპირებისთვის მივიდნენ კლინიკასთან, თუ სხვა პაციენტების გადასაყვანად. პენიტენციური ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.
“ვივა მედში”, სადაც ჟურნალისტი შიმშილობის დროს და შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ამბობენ, რომ ციხეში ეტაპირება ამაღლობელმა თავად მოითხოვა.
მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი. მას უგრძელდება კვებსი აღდგენის კურსი, რაც მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად ყოველგვარი გართულების გარეშე, გაიდლაინის შესაბამისად.
რეკომენდაცია არ გაცემულა გადაყვანაზე, რეკომენდაცია იყო, რომ გაგრძელებულიყო ეს კურსი, გაიდლაინის შესაბამისა, მაგრამ პაციენტი ითხოვს უკან დაბრუნებას პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს შემდგომი კურსი და ეს გაგრძელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
გაიდლაინის მიხედვით რეკომენდაცია ეხება კვების აღდგენითი კურსის გაგრძელებას და პლუს, დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. მზია ამაღლობელი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს”, – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დირექტორი მეორე თვეა უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა, მისი სასამართლო პროცესი 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
კომენტარები