ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება:
„მეგობრებო, სახალხო დამცველად წოდებული ლევან იოსელიანი არის რუსული რეჟიმის დავალებების შემსრულებელი, მავნებელი. არაფერი ადამიანის უფლებების შესახებ მან არ იცის, შტერია. დღეს, როცა მზიას კოლეგები ვითხოვთ მის გადარჩენას, პატიმრობიდან გათავისუფლებას მათ შორის იმისათვის, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს, ზუსტად იმ დროს, როცა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გვაქვს ჩანიშნული, სახალხო დამცველად წოდებული ბრიფინგს მართავს და ამბობს, რომ მზია თავს ნორმალურად გრძნობს. მზია მე-16 დღეა შიმშილობს და ეს შტერი ეყრდნობა 21 იანვრის ლაბორატორიული კვლევის მონაცემებს. დღეს 27 იანვარია, შიმშილობის მე-16 დღე. ეს, სახალხო დამცველად წოდებული უნდა აშიმშილოს კაცმა რამდენიმე დღე და ნახავს, როგორ იქნება ნორმალურად. რაც მალე გავიზრებთ, რომ ის მავნებელია და არ უნდა ვენდოთ, მით უკეთესი.“
კომენტარები