შაბათს, 2021 წლის 4 დეკემბერს, მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი.
გამოცემა Тimeanddate-ის ცნობით, დაბნელება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს ანტარქტიდის გავლით, მაშინ, როცა, როგორც წესი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება ხოლმე. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ანტარქტიდიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიიდან, ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების სამხრეთ ნაწილებიდან.
დაბნელების ფაზა 1 წუთი 54 წამი გაგრძელდება.
მზის სრული დაბნელება, რომელიც 4 დეკემბერს ხდება, ბოლო იქნება ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. შემდეგი ასეთი დაბნელება, ასტროლოგების პროგნოზით, მხოლოდ 2029 წლის დეკემბერში მოხდება.
ასტროლოგების პროგნოზით, დეკემბრის დაბნელება მშვილდოსნის ენერგიებს ააქტიურებს. ეს ნიშნავს ახალ დასაწყისს და იგი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით.
რის გაკეთებას არ გვირჩევენ ასტროლოგები ამ დღეს?
კამათი და კონფლიქტში შესვლა;
ნუ ატარებთ ავტომობილს გადაღლილი;
არ შეიჭრათ თმა;
არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის დაწყება;
სამუშაოს შეცვლა;
ქირურგიული ოპერაციების გაკეთება;
ახალ სახლში/ქალაქში/ქვეყანაში გადასვლა;
არ ჭამოთ ზედმეტი;
მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;
რის გაკეთებას გვირჩევენ ასტროლოგები 4 დეკემბერს?
გადაყარეთ ძველი, არასაჭირო ნივთები, გაასუფთავეთ სივრცე ცვლილებების პოზიტიური ენერგიისათვის.
თავიდან აიცილეთ სტრესი;
ცუდ ჩვევებზე უარის თქმა;
მეტი დასვენება, საკმარისი ძილი;
გასეირნება;
მედიტაცია.
შემდეგი მზის დაბნელება 2022 წლის 30 აპრილს მოხდება.
კომენტარები