პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა:
„მომართვიანობა გაზრდილია. ოქტომბერ-ნოემბერში დღეში რამდენიმე ათეული პაციენტი თუ იყო, თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე პრაქტიკულად კვირები გადიოდა ისე, რომ საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ბოლო ხუთი დღეა მე პირადად ყოველდღიურად ორ-სამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გუშინ მაგალითად, იყო ოთხი ახალი პაციენტი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სკოლების და ბაღების გახსნამ. მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა, სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი მეტ-ნაკლებად უნდა გამკაცრდეს.
სასურველია ასევე, რომ მასწავლებლებმა და განათლების სფეროში დასაქმებულმა პირებმა დროულად დაიწყონ ვაქცინაცია.
ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა მესამე ტალღა და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ იხსნება სხვადასხვა დაწესებულება: რესტორნები, სადღესასწაულო ცენტრები, გასართობი სივრცეები, იქ ყველამ უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც საკმაოდ ძნელია. მოვდუნდით და ამან გამოიწვია, რომ დღეს პრაქტიკულად ქვეყანაში მესამე ტალღა გვაქვს. შემთხვევების რაოდენობა უცებ 1000-მდე ავარდა და თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება“
კომენტარები