ჯერ ნაადრევია კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვა, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა.
„ენდემურობის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ. ენდემურობა გულისხმობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ვირუსის სტაბილური ცირკულაციაა პროგნოზირებად დონეზე და ეპიდემიის გადაცემის პოტენციურად ცნობილი და პროგნოზირებადი ტალღები. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს ის ენდემურია“, – აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.
მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დროა, კორონავირუსის მიმართ იმ მეთოდის გამოყენება დაიწყოს, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში გამოიყენება, ვინაიდან კორონავირუსის ლეტალობა შემცირდა.
კომენტარები