ჟურნალისტი, თანო კეშელავა, რომელიც, წუხანდელი აქციისას სასტიკად ნაცემ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი გაბედავას ესაუბრა, წერს:
გიორგი გაბედავას სასტიკად ცემამდე რა მოხდა, იმას მოვყვები ახლა, საჯაროდ მოხდა აქ და არაერთი ადამიანი იყო მონაწილე, მათ შორის, ვოლსკიც.
მოკლედ, გიომ, გააპროტესტა წინა დღეებში აქციის სასტიკი დარბევები.
დაესივნენ კომენტარებში, რას წერო, იქ ისინი სცემესო, ვინც კანონს არღვევსო, მშვიდობიანი იქ ვინ სცემესო, ტყუილიაო, რატომ წერ რომ მშვიდობიანი ადამიანები სცემესო!
გიო უხსნიდა, ცემას არ აქვს მიზეზიო, მაგრამ ვინ უსმენდა.
ვოლსკიმ კომენტარებში ვიდეო დაიდო, აი, ფოიერვერკებს ისვრიანო, აბა, დედა, რა ყოფილა ეს.
სულ სახელებით და გვარებით ვიცი, მახსოვს და არასოდეს დამავიწყდებით ბანძებო, ჩლუნგებო, მოღალატეებო ერის და რწმენის, რადგან რწმენა სიმართლეზე დგას და თქვენ ქოსატყუილები ხართ!
რეებს აღარ უწერდნენ ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, როგორი ცუდები ვართ და ღირსი ვართ ცემის და დახოცვის.
გიენებივით შეესივნენ მართლა, არადა, რა თქვა ეგეთი, მშვიდობიანი ადამიანების ცემა გააპროტესტა.
ოღონდ გიორგის ერთი ხმა გაეჩუმებიათ, ყველაფერი სცადეს.
ოღონდ გიორგის ერთი ხმაც ჩვენი შვილების წინააღმდეგ წამოეღოთ
ხოდა, მარტივად გადაწყვიტა გიორგიმ ამბავი, ადგა და წუხელ აქციაზე გავიდა, თავისი თვალით რომ ენახა.
გავიდა მშვიდობიანად, ხელებაწეული.
სცემეს.
სასტიკად.
9 კაცი ერთად სცემდა.
თავში ურტყეს.
გაიმეტეს.
და რომ მცემდნენ, მაშინაც კი არ ვაგინებდიო, ახლა მომიყვა, მინდოდა მენახა ასე, ერთი ცუდი სიტყვაც რომ არ მითქვამს, სადამდე მცემდნენო.
ამბობს რომ ხარებას ერთმა ჯგუფმა, “მასა” ჰქვიაო, სცემა.
ცემა-ცემით რომ მიათრიეს პოლიციის მანქანასთან, მივარდნილა ამ “მასას” უფროსი, გინებით და გიორგიმ, არც იმას შევაგინე, ავხედე და ცემა გინდა კიდევო, ვკითხეო და წამოსულა საცემრად, საპატრულო პოლიციის ბიჭები გადაეფარნენ, ფეხი მაინც მოიქნია და ჩამარტყაო.
მერე სუსის ბიჭუნა მივარდნილა და ახლა იმას უგინებია და არც მას შევაგინე, მხოლოდ ეგ ვუთხარი, რა არის, ძმაო, რომ ვერ “დამავერბორკეთ” გაგიტყდათო?
კლინიკა დასჭირდა.
ისე ცემეს.
დეიდაშვილი და მეგობარი ეძებდა ქუჩაში მანქანით, რომ გაქრა გიორგი.
ჩამოყარეს მანქანიდან ეს ბიჭები, სასტიკად სცემეს და დააკავეს.
აქციაზეც არ ყოფილან, ნაცემ გიორგის ეძებდნენ ქუჩა-ქუჩა.
ანუ, მანქანებიდან ხალხის ჩამოყრა, ცემა, დაკავებაც მასიური ყოფილა, პრო@ებო.
ეკლესია, თეატრი, ეზოები, მანქანები, ყველგან გვივარდებიან.
ახლა გიორგი წამოვიდა კლინიკიდან და ამ ბიჭებს ეძებს.
კიდე ერთი:
მიყვება, რომ სპეცრაზმი მოროდიორობს კიდეც.
გიორგის მეგობარს, ტელეფონი წაართვეს, დაემშვიდობეო, დაუბარეს.
მერე ბეჭდის წართმევა სცადეს, ოქროაო, ხალხო და ართმევდნენ.
პირში ჩაიდო ამ ბიჭმა ბეჭედი და გადავყლაპეო, უთხრა.
მათხოვარი ქურდები!
მოროდიორები!
ხოდა, ნაბი@ვრებო, ვინ სცემა გიორგი?
მარტო იმ 9 @@@-მ?
ვინ აგინა?
ვინ სცემა ის 2 ბიჭი?
თქვენც, თქვენც.
ვინც იტყუებით.
ვინც მის გადარწმუნებას ცდილობდით და კი, “დავერბორკება” ქვია მაგას.
ვინც “დავერბორკებულნი” ხართ.
ვინც მეც დამესიეთ იქ, გიორგი კომენტარებში.
ყველას სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი, ხალხის სისხლში.
და როგორ ცდილობდით მთელი 24 საათი გიორგის გადაბირებას და ჩვენი, ხალხის წინააღმდეგ გამოყენებას.
ვერ გამოიყენეთ და სცემეთ.
აბა, გიორგიზე ახლა ნაციაო, ვერ იტყოდით.
ხოდა, გიორგის რომ ეს გაუკეთეთ, მათ, ვისაც არც იცნობთ, არც ემეგობრებით, რას უზამთ, წარმოდგენაც არ მინდა.
ფლიდებო, გაყიდულებო, მეგობრობა თქვენ არ იცით ქვეყანა თქვენ არ გიყვართ, რწმენა და სიმართლე არ გინდათ, ვინ ხართ, სად გაიზარდეთ.
არ ვიცი ფულის გარდა რა გაინტერესებთ, ვერ ვხედავ და ჩემთვის ფულზე აღმოცენებული ფურუნკულები ხართ დღეიდან.
არც ეგ ფული გექნებათ იმ რუსეთში, ისე რომ იცოდეთ, @@@ბო.
ერთდღიანი ფულის ფურუნკულები ხართ, მაგიტომ, ბიძინას ფულის ფურუნკულები.
არასოდეს ვითხოვ ხომ იცით გაზიარებას, ახლა გთხოვთ, ყველას მინდა თვალში, ყურში, ფიქრში მოხვდეს ეს ისტორია, წამით მაინც.
კომენტარები