ჟურნალისტი, გიორგი ნონიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენიმე დღის წინ, 16 წლის ოქროს ბიჭი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი გამოიჭირა პოლიციამ.
ნიკა სამსახურიდან დაბრუნებულ დედას უნდა დახვედროდა, ტვირთი რომ არ ეზიდა. გზად დახვდნენ. პირადობაც არ აქვს ჯერ აღებული.ზედაპირულად შეამოწმეს. ყველა კითხვაზე პასუხი გასცა (სახელი,გვარი, მისამართი და ა.შ.) სურათი უნდა გადაგიღოთო. ნიკამ უარი თქვა და მანქანაში დაუწყეს ჩატენვა. შემოელახათ. გამვლელებმა სცადეს დახმარება და პოლიციამ მიანება თავი. სისხლჩაქცევებით და შემოხეული ტანსაცმლით მოვიდა სახლში.
საქმეში ჩავრთეთ ომბუდსმენი, PHR . გენერალური ინსპექცია, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა.
ნიკა ამბობს, რომ პირველი შემთხვევა არ არის. უბანში ხშირად დადიან ასეო. დაგვაყენებენ და გვიღებენ სურათებსო.
ამ ნაძირლების ადგილი სადაც არის, იქ ამოყოფენ თავს
ყველგან სადაც საჭიროა წარმოებაა დაწყებული ამ საქმეზე.
პოლიციელებმა კი ბავშვს ვიღაც უბნის ავტორიტეტები და ძველი ბიჭები მიუგზავნეს დასაშინებლად.
პატიოსან ბავშვს სთხოვდნენ “საქმე როგორც გინდა გაარასხოდეო”. სახლთან უდარაჯებდნენ.
მაგ სუბკულტურაშიც რომ არ მოსულა ნაბი@ვარი პოლიციელის გადასარჩენად ქუჩის ავტორიტეტების მიერ პატიოსანი ბიჭის ჩაგვრა ეგეც იურისტმა გასწავლოთ თუ როგორ არის ეგ საქმე? პატიოსან ბიჭს რის გარასხოდებას სთხოვთ აბა?
სამართლებრივ პასუხისმგებლობებს ისედაც ცხადია რომ მიიღებთ მაგის გარეშეც.”
კომენტარები