გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
ეს განცხადება იქნება შავი ლაქა. ისედაც ამოდანდღლილია ამ შავ ლაქებში, მაგრამ ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება. როდიონოვს და არ ვიცი ვის გულისხმობს, შეიძლება, მაკრონს გულისხმობს. აი, აქ რომ სვამ კითხვის ნიშანს, ხარ უბრალოდ ჩვეულებრივი მოგზავნილი აგენტი, ნაძირალა ხარ, ჩვეულებრივი ნაძირალა ხარ, უსამშობლო ხარ, კლასიკური გაგებით უსამშობლო ხარ. ჩრდილოური დნმ არის ის, ქართველობას ვერ გრძნობს, ქართველების ქიმიას ვერ გრძნობს.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა”.
კომენტარები