ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩაკეტვა არის განუზომელი ბოროტება ხალხის მიმართ. უზარმაზარი დრო გქონდათ ხელისუფლებას გემუშავათ ვაქცინების ჩამოტანაზე, სწორ და ადეკვატურ საინფორმაციო კამპანიაზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე და ა.შ.
მაშინ, როდესაც არაფერი აკეთეთ საკუთარი ჯიბეების გასქელების გარდა ხელისუფლებაში, ახლა ისევ ჩვენზე ცდილობთ ჯოხის გადატეხვას?
დღეს ჩაკეტვა კიდევ უფრო დიდი ბოროტება და მავნებლობაა ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდებში.
ჩემთვის სახელმწიფოს ნაწარმოები სტატისტიკა სრული სადეზინფორმაციო ხერხებია, მეტი არაფერი.
ხელისუფლების სტატისტიკა რეალობის გაზომვის საშუალებას კი არ გვაძლევს, არამედ ხელისუფლების ზრახვის და პოლიტიკის საყრდენების მიზანია.
როდესაც ე.წ. “მესამე ტალღას” ელით, ჯანდაცვის სისტემა გაქვს კატასტროფული, არ შემოგიტანიათ ვაქცინები, რაც შემოიტანეთ, მხოლოდ დასაწყობებისათვის თუ ვარგა, ეკონომიკა გაქვს ჩიხში, საგარეო ვალმა ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა, ინფლაცია გაქვს უმძიმესი და ა.შ. რანაირად უნდა ამოგიტრიალდეთ ენა თქვე მავნებლებო ჩაკეტვის თემაზე.
ასეთ დროს, უბრალოდ, თანამდებობებს უნდა ტოვებდეთ როგორც მავნებლები და უმაქნისები და გამოდიხართ აქ ისევ მოღერებული ყელითა და შერჩეული ხმის ტონით და კიდევ გვმოძღვრავთ და გვაშანტაჟებთ ხალხს.
ოპოზიციას კი მივმართავ, ნაძირალა ხელისუფლებას რეგვენი ოპოზიცია ვერ შეცვლის, მოეგეთ გონს და გამოდით თქვენი ნაჭუჭებიდან, ამიტომაა რომ დღეს “ქართული ოცნება” გვაზის თავზე.”
კომენტარები