თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“აი, რა ნაძირალა არაკაცი უნდა იყო, რომ 70 წელს მიღწეული დამსახურებული პროფესიონალი ახალი წლის წინა დღეს მოხსნა სამსახურიდან?
რუსლან აბაშიძე! – გაუნათლებელი გაყოყლოჩინებული ხეპრე, რომელმაც ყველასთვის ცნობილი გზებით მიაღწია თანამდებობას, ბედავს და 30 დეკემბერს წერს ბრძანებას ლევან ღვინჯილიას განთავისუფლებაზე, ადამიანისა რომელსაც აუწონავი ღვაწლი აქვს გაღებული ქართული ხალხური შემოქმედების და არა მარტო, შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
და მის მაგივრად მოყავს თავისი ახლობელი, სრულიად შეუფერებელი ამ საქმისთვის.
ეს არის სამარცხვინო ნეპოტიზმი და ადამიანის ღირსების მასხრად აგდება.
ბოდიშს ვითხოვ წინასაახალწლოდ ამ მძიმე პოსტისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩააგდეს ადამიანი ვისაც ესეთი უსინდისობა გაუკეთა.”
“ალია” შეგახსენებთ, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა, ლევან ღვინჯილია კი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, ჯერ კიდევ ორი დღის წინ… აი, ორი დღეა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას კულტურის ახალი მინისტრი ჰყავს, ეკა ხოფერია.
კომენტარები