საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნაგავსაყრელის მიწებსაც ვერ იმეტებენ ადამიანებისთვის, ვისაც თავშესაფარი ჭირდება… ქუჩაში გამოყრა ხალხის რომელ კანონში წერია!
რომელ კანონზე ლაპარაკობთ ! ლარად მიითვისეს მიწები … ვინც 1%-ით მაინც ამართლებს ამ უზნეო გადაწყვეტილებას სიკეთეზე, მორალზე, თანადგომაზე და სამართლიანობაზე ხმა არ ამოეღება“
კომენტარები