გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“საშინელება ის კი არაა რომ არ იცი რაღაცა,
არამედ ის რომ,
რაღაც ვიწრო მზერით და ცოდნით საკუთარ ხედვას რომ ჩაიბეტონებ…
მაგალითი?
ნაღდი ამბავია, დაახლოებით 20 წლის წინანდელი.
მაშინ პნევმოლოგიაში ვმუშაობდი, უმძიმეს პაციენტებთან.
განყოფილებაში ახალი უფროსი ექიმი გვყავდა, დასხივების ცენტრში მუშაობდა ადრე წამყვან პნევმოლოგად და ახალი მოსული იყო ჩვენთან, ფილტვების სპეციალურ კლინიკაში.
შემოვლაზე ვართ და
უმძიმესი პაციენტია,
გადახადა პროფესორმა პაციენტს ფეხებთან ზეწარი რომ ენახა, აქვს თუ არა შეშუპება
და უცებ წამოიძახა ამ ახალმა უფროსმა ექიმმა….
ამას აუცილებლად დერმატოლოგი ესაჭიროება, ნახეთ რა საშინელი სოკო აქვს ფრჩხილებზეო…
ყველამ ერთიმეორეს გადავხედეთ გაშეშებულებმა.
პროფესორის ჩამოვარდნილი ყბა მისი პროთეზით იქვე მდგომმა სტუდენტმა დაიჭირა.
ასეა ცხოვრებაშიც
მთავარის არდანახვა არაა არცოდნა,
არამედ მზერის დატუნელება და ჩაბეტონება
საკუთარი სურვილით.
ხო, ცოტა ახსნისთვის
დასხივების ექიმის ერთერთი უდიდესი მტერია სოკო.
განსაკუთრებით ფილტვში.”
კომენტარები