ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ადგილობრივები ავრცელებენ რეალურ ფოტოებს მერზე, რომლის ფოტოშოპმა ცოტა ხნის წინ მთელი სოციალურ ქსელი გაამხიარულა. ლაგოდეხის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ჯონდო მდივნიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და წერენ, რომ რეალურად მას ძალიან ბევრი სიკეთე და კარგი საქმე აქვს გაკეთებული. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
„ეს ის მომენტია ადამიანი რომ 10 კარგს გააკეთებს, ერთ ნაკლს უპოვნი და ჩააქვესკნელებ იმის გამო რომ იქ ზის, სადაც შენ იჯექი მანამდე და უფრო უყვარს ხალხს, ვიდრე შენ უყვარდი.. 2 კვირის წინ ერთ ადამიანს ვეუბნებოდი – აი, ნახავ ლაგოდეხის მერზე მალე რამხელა ანტიპიარი აგორდებათქო. ვერ აიტანეს ასე თუ ისე საქმის მაკეთებელი და ნორმალური კაცი“.
„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მასში და მის ხალხისადმი ერთგულებაში, ჩამობრძანდით და ნებისმიერი ლაგოდეხელი დაგიდასტურებთ როგორია ბ-ნი ჯონდო“.
„ხოდა რო არ იცნობთ ადამიანს არ უნდოდა ამდენი შაყირი. შეგრცხვეთ ყველას, ვინც არ გაჩერდით და რა არ დაწერეთ. უსაქმურები ხართ და მეტი საქმე არ გაქვთ. ამ ადამიანს კი წარმატებები“.
„არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ამ დღეებში იმდენი აბულინგეს, მგონი კარგი ადამიანი უნდა იყოს, წარმატებები მას“.
„ვისაც, როგორი თვალით უნდა ისეთი თვალით დაინახავს, კარგი მერი კი კარგად დარჩება კარგი ხალხის თვალში. წარმატებები ბატონ ჯონდოს“.
„წარმატებები მაგარო კაცო. კარგს აძაგებენ, ეს ხომ ოპოზიციის საქმეა“.
„უკან წავიღე მხოლოდ ერთი იუმორის შემცველი კომენტარი. ამდენ სიყვარულს ნამდვილად უნდა დამსახურება“.
წყარო – პრაიმტაიმი
რომ არა ის ფოტო – ბევრი არ იცნობდა ლაგოდეხის მერს.
ვფიქრობთ, ეს იყო ჯანსაღი იუმორი და ჩვენ არ გვინახავს ადამიანი, რომელიც ღიმილის გარეშე საუბრობდეს მერზე.
ახლა ნუ გვაფიქრებინებთ, რომ ლაგოდეხის მერს იუმორის გრძნობა არ უვარგა!
ალია
კომენტარები