თამრიკო ჭოხონელიძე, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ამბობს:
“ჩემო ძვირფასებო, ჩემო სამართლიანო, მებრძოლო ხალხო, ამდენი ხართ და რამდენი კიდევ მოდის, ეს არის დიდი იმედი – დღეს ჩვენ ვაზროვნებთ და არა მხოლოდ ვაზროვნებთ, ვმოქმედებთ.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზორთან მოკალათებული ქირქილებს – მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, რომელშიც ქვეყანა ძალიან კარგადაა და ბედნიერია ცხოვრება, ცოტა სხვა არხზეც გადართეთ. თუ ოპოზიცირი არხები დენს გირტყამენ, გადართეთ რუსეთის არხებზე და ნახეთ, როგორ დაგვცინის რუსეთი, როგორ ბედნიერად ქირქილებენ, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ დამოუკიდებლები და გუბერნია ვართ – ეს გინდათ ქალებო, რომლებიც დედები ხართ? ამ სულისკვეთებით გაზრდით შვილებს?
სააკაშვილის მიმართ ნამდვილად მქონდა პრეტენზია, დღესაც მაქვს შეკითხვა, მაგრამ ამის დროა? ქვეყანა დაცემის პირას დგას. მსოფლიო გვიყურებს რას გავაკეთებთ პრეზიდენტის მიმართ. ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით.
სამაგალითოა, რაც გააკეთა სააკაშვილმა შევარდნაძის მიმართ, როგორ გაუშვა, ისე, როგორც ეკადრებოდა მოაზროვნე სახელმწიფოს. დაცვაც კი დაუყენა. დღეს უნდა მოვკლათ, ხო სააკაშვილი? ბედნიერები იქნებით ამით?
ახლობლებმა შემომითვალეს, რომლებიც სხვა მხარეს დგანან, ჩვენზე მაინც ეფიქრაო… თუ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც ჩემი ოპოზიციონერობის გამო ვიღაცა დაგჩაგრავს, რად გინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?”
კომენტარები