ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებო, ჩემი პირველადი დასკვნით, თქვენ შესაძლოა გაკლიათ კვალიფიკაცია! ამავე დროს – შესაძლოა ხართ თაღლიღები! რადგან მთელს მსოფლიოში. არსებობს გავლენის კორუფცია, მიმაჩნია, რომ თქვენ შესაძლოა, ხართ კორუმპირებული ჩინოვნიკები არასათანადო ცოდნით.
ასევე, ბატონებო, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შესაძლოა ხართ უტიფრები.
ახლა კითხვა – მთელი თქვენი პირველადი დასკვნის კვანძი და მთავარი ხაზი რომ შესაძლოაზე ააგეთ, მეცნიერები ხართ თუ მკითხავები?
ნახეთ როგორი ტუტუცები ხართ – ერთ აბზაცში ამტკიცებთ რომ დაადგინეთ, რითაც გსურთ დამაჯერებლობა გააჟღეროთ და იქვე უბედურების მთავარ ფაქტორზე წერთ – შესაძლოა.
ეს არის მანიპულაცია ან არაკომპეტენტურობა. მეცნიერება ასეთ დროს მოითხოვს ზუსტ მტკიცებას – როგორც ერთგან დაწერეთ, რომ დაადგინეთ და/ან ზუსტ უარყოფას, რომელიც ვერ დაწერეთ. ამიტომ “შესაძლოა” თქვენი დასკვნა არის თაღლითობა.
გადაიკითხეთ ერთხელაც რაც დაწერეთ და გრცხვენოდეთ. დაგეწერათ – დაუგენელია როგორ წარმოიშვათქო, შესწავლას საჭიროებს – ღირსებას მაინც შეინარჩუნებდით მეორე და მესამე დასკვნამდე.
წაიკითხეთ – “ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში”.
შესაძლოა გამოიწვია ხო?
შესაძლოა რეგვენები ხართ და უსინდიოები სწორედ ამ “შესაძლოას” გამო.
p.s შესაძლოა მოგეძიებათ რაიმე დოკუმენტი მყვინვარქვეშა დაგუბებულ წყლებზე, მოცულობაზე და ოდენობაზე?”
“შესაძლოა, ამან გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება” – გარემოს ეროვნული სააგენტო
კომენტარები