ფოტო: IMEDI
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, წინასწარი ინფორმაციით კიდევ 2 კი შენობაში რჩება, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაშიი კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები