ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— ბოროტს კეთილად სახავენ
— მტყუანს მართლად
— მოღალატეს გმირად
— მძარცველს მეცენატად
— უნიჭოს ნიჭიერად
— მშიშარას მამაცად
— არაკაცს გმირად
— ფარისეველს მორწმუნედ
— უცოდინარს მცოდნედ
ამ მრუდე სარკეში ყველა ახალგაზრდას , ნიჭიერს , მცოდნეს , პატრიოტს , პატიოსანს – გზას უხშობენ რომ თავისი ნიჭის სამშობლოსთვის რეალიზაცია მოახდინოს ( ამიტომაც გარბის ახალგაზრდობა უცხოეთში )
ყოველივეს ფონზე თავიანთი პარაზიტი, ფულისგან გათამამებული, უნიჭო შთამომავლებისთვის ქმნიან მომავალს – თქვენი შვილების მომავლის ძარცვის ხარჯზე
ნახევარ სტუდენტობას თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული და ამათი პარაზიტი შვილები მსოფლიოს უძვირეს კურორტებზე ყირაზე გადადიან, ხოლო სექტემბერში ევროპის ყველაზე ძვირ უნივერსიტეტებს მიაშურებენ
ბატონ – ყმობა და ფეოდალიზმი სხვა კი არაფერი იყო – აი ესაა 21 საუკუნის ბატონ – ყმობა
შეიხედეთ პარლამენტის დარბაზში , დააკვირდით მათ გამძღარ სახეებს , ბოროტებით – მომხვეჭელობით – უტიფრობით გაჟღენთილ თვალებს , მედიდურ გამოხედვას და საბოლოოდ დარწმუნდებით რომ ფეოდალიზმში დაგვაბრუნეს , თანამედროვე ლუარსაბები მართავენ ქვეყანას
გააზნაურებული მდაბიოების , გადიდკაცებული ბოგანოების დიქტატურაა დამყარებული ყველა სფეროში და სამართალი , სამართალი სადაა ამ დროს
სამართალი მურუსიძესთანაა – სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
საკუთარი თავი თუ არ გვეცოდება , შვილების მომავლისთვის მაინც ვიბრძოლოთ , მითუმეტეს ბორკილების გარდა დასაკარგი არაფერი გვაქვს “
კომენტარები