მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნაკლები ბოროტების” თეორია
რუსეთმა, (რომელიც დაარსების დღიდან დაპყრობებით და სხვათა უფლებების მიტაცებით მოდიოდა), ისეთი პატარა ერის, როგორიც საქართველოა, გამოუვალი მდგომარეობით ისარგებლა და ირან-ოსმალეთის შიშის წყალობით, ჩვენი ქვეყნის სადავეები ხელთ ჩაიგდო…
ისარგებლა იმდროინდელი სიტუაციით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა იმაში დაარწმუნა, რომ რუსეთთან ყოფნის შემთხვევაში ეროვნულობაც შენარჩუნებული იქნებოდა და სარწმუნოებაც…
ბევრმა ეს დაიჯერა, რადგან დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ მართლმადიდებელ ერად მაინც დარჩებოდა ჩვენი ქვეყანა…
არავინ დაფიქრდა იმაზე, რამდენად სწორი იყო რუსეთის მიერ შეთავაზებული მართლმადუდებლობა და იყო თუ არა სხვაობა ირან-ოსმალეთის რელიგიასა და რუსეთის მიერ აღიარებულ ქრისტიანობას შორის…
საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ დანიშნული ლოთი, ამორალი, უზნეო, მრუში, ვერცხლისმოყვარე, ბინძური, ლაქია სასულიერო პირები არანაკლებ არღვევდნენ წმინდა წერილის სწავლებას და სინამდვილეში რელიგიის სახელით არჩეული რუსეთი ზუსტად ისეთი მტერი აღმოჩნდა, როგორც ირანი და ოსმალეთი…
სხვაობა ის იყო, რომ ორი ძლიერი აღმოსავლური ქვეყანა, რუსეთისგან განსხვავებით არ იბრალებდა ქრისტიანობას.
აზროვნებით და მიდგომებით არც რუსეთი იყო მართლმადიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ზოგიერთისთვის შირმად მორგებული ქრისტიანული სიმბოლიკა მაინც ასრულებდა ,,ნაკლები ბოროტების” როლს…
სინამდვილეში რუსეთისგან შემუშავებული დამახინჯებული რელიგიის ნარატივი ისე ღრმად იდგამდა ფესვებს, მალე მიმდევრებიც გამოუჩნდა…
ვინც დაკვირვებული თვალით იყურება, შეამჩნევს, რომ დღემდე ასე გრძელდება და სანამ ამ ავადმყოფობისაგან არ გათავისუფლდება ერიც და ეკლესიაც, განვითარება არასდროს იქნება…
რუსეთი დღესაც ისევ ირგებს სიწმინდის მანტიას და ,,უზნეო ევროპის” შიშით ანადგურებს უკრაინის სახელწმიფოს…
თუ როგორი მორწმუნეა რუსეთი, უკრაინის მაგალითზე მკაფიოდ გამოვლინდა… დაბომბილი ეკლესია-მონასტრები, დახვრეტილი სასულიერო პირები, უდანაშაულოდ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა… რუსეთმა ნიღაბი კარგად ვერ მოირგო და მთელი სიზუსტით გამოავლინა ნამდვილი სახე… ,,გარყვნილ ევროპაზე” უფრო გარყვნილი, გათახსირებული და უღმერთო აღმოჩნდა… იმდენად, რომ ძველ აღთქმაში რომ ეარსება, აუცილებლად დაიკავებდა სოდომ-გომორის ტერიტორიებს და მადლიც იქნებოდა, ციდან მაინც არ აცდებოდა გოგირდი და ცეცხლი, იმ ბოროტების გამო, რაც მან კაცობრიობას მოუტანა…
ასე დასრულდებოდა ,,ნაკლები ბოროტების” თეორია …
რუსეთი ზუსტად ისეთი მართლმადიდებელია, როგორც იუდა ქრისტეს მიმდევარი!..”
კომენტარები