“ნაკლები უნდა მოწიო და ისე უნდა მოხვიდე, მერე გაიგებ ლოგიკას,” – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლაშა დამენიამ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს “გირჩის” წევრს, ჰერმან საბოს.
გადაცემის სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა.
“არ გინდათ ასეთი მდაბიო და ალოგიკური საუბარი. რამე ალოგიკურს თუ იტყვით, ყოველთვის შეგედავებით,” – უპასუხა ჰერმან საბომ ლაშა დამენიას.
კომენტარები