ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე, “ტვ პირველთან” საუბრობს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაზე და ამბობს:
“როგორ ხდება რომ მარტო საქართველოს ბანკზე ილესავს ყველა კბილებს და ქართუ ბანკზე და თიბისიზე არა? ისინი არ არიან ფულის გადამხდელნი? ნაკოლშიკები ჰყავთ ამ ბანკში, თუ როგორ არის საქმე? შეუსწავლელად შედიან დასაყაჩაღებლა? წინასწარ არ ნახულობენ? შესულები არიან. კამერები არა აქვთ? ვინ არიან ნახეს? დააკვირდნენ? ვინმე ჰყავთ შიგნით? ვიღაცა არ აზღვევს ახლა ამათ? ასე ხდება, რომ დაუზღვევლად არიან?”
კომენტარები