ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თითქმის 4 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რიონის ხეობაში პროტესტი ისევ გრძელდება. ხეობის მცველების მოთხოვნები ასე ჟღერს – სოფელ გუმათთან მოწყობილი რკინის კედლის აღება, ხეობიდან სამართალდამცავების გაყვანა და სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება.
“მიუხედავად ამ კონსტრუქციული საუბრებისა და მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც გადმოდგა ხელისუფლებამ და აღიარა ამ პროტესტის ლეგიტიმურობა. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით მათ, რომ ჩვენ ეს გულს არ მოგვილბობს. ჩვენ არ ვართ ან გაბრაზებული, ან ემოციური, ან მართული, შესაბამისად ჩვენ გვაქვს კონკრეტული ტკივილი და ამ ტკივილს სანამ არ გადავჭრით ლოგიკურად, რაციონალურად და მიუკერძოებლად, ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დაგვიგდებენ პროტესტის მუხტს.
გრძელდება პროტესტი მშვიდობიან ფორმატში, უბრალოდ რაც აღარ გაკეთდება ჩვენი დღის წესრიგიდან პიკეტირებები და გზის გადაკეტვები შეჩერდება,” – აცხადებს “რიონის ხეობის გადარჩენის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მირზა ნოზაძე.
ადგილზე იმყოფება “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძეც, რომელიც აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება როგორც რიგითი მოქალაქე. მისი თქმით, აქციას ჰყავს თავისი ლიდერები, რომლებიც ძალიან კარგად უძღვებიან საპროტესტო მუხტს და შესაბამისად არაა საჭირო პოლიტიკოსები იდგნენ ტრიბუნებთან.
კომენტარები