„ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერსპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ – განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.
მისი შეფასებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არამხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებაც არის.
„ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“ – აღნიშნა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა.
(R)
კომენტარები