ჟურნალისტი, თამუნა ლეფსვერიძე:
“ნამდვილ ამბავს გიყვებით!!!
აჭარაში, კაცმა იცოდა, რომ ჰქონდა კოვიდი. ადგა ეს კოვიდიანი და წავიდა ბეშუმში დასასვენებლად. სამ დღეში დამძიმდა და ახლა რეანიმაციაში სუნთქვით აპარატზეა.
ბეშუმში მიდი-მოდიოდა ჩვეულებრივად. თვითონ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მისი კონტაქტები ცხადია, ინფიცირებულები იქნებიან.
ამას რა სახელმწიფო უშველისო, თუ მკითხავთ, გიპასუხებთ!
თუკი კანონში ჩაიწერება, რომ ასეთი დარღვევის გამო ადამიანს ერთი წელი ციხეს ახეხინებენ, როგორც სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის განზრახ დამაზიანებელს, აი მაშინ მოჯდებიან ტრა—ბზე, ეს ყივლად ამორალურები, ესენი!”
კომენტარები