საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ჟურნალისტი, დინა მირცხულავა:
საფრანგეთში ცხოვრების მერამდენიღაცა წელს ნამდვილი ფრანგი გავიცანი.ზუსტად ისეთი, სოფლის ბიბლიოთეკიდან ამოზიდულ წიგნებში რომ ვკითხულობდი ჩემს ბავშვობაში.დახვეწილი, ინტელიგენტი, შრომისმოყვარე და მომთმენი.პირველად ვხედავ – ადამიანში ამდენ კარგ თვისებას ერთად თავმოყრილს.დილით სამზარეულოში შემოყო თავი და ტიფანის უთხრა დაბალი ხმით.– ტიფანი, თუ არის შესაძლებელი, ყავას ვისურვებდი, გეთაყვა !“ვისურვებდი” და არა “მინდა ” ან ” გამიკეთე”.(ზრდილობის უმაღლესი ფორმა).– ახლავე, დამიენ – ტიფანიც მაშინვე ყავის აპარატს მივარდა.დამიენი ერთ – ერთი სერვისის უფროსია და ჩემი სტაჟირების ხელმძღვანელი.ქერა თმებით, აპრეხილი ცხვირით და ცისფერი თვალებით სულ სითბოს ასხივებს და დაატარებს ყველგან.პირველი გაოცებით მაშინ გავოცდი, როცა თავისი იაფფასიანი ველოსიპედი, ჩემი ველოსიპედის გვერდით მიაბა.მეორედ, როცა დამაგვიანდა და ვუთხარი, თუ გნებავთ ჩაინიშნეთ – მეთქი.და ეს ისეთ დიდ შეურაცხყოფად მიიღო – შემარცხვინა.– როგორ შემიძლია, ორი შვილის დედას, რომელიც ასოც კილომეტრს გადის აქ მოსასვლელად – წუთები და წამები ვუკონტროლო ?!ყავის ჭიქა მოწიწებით გამოართვა ტიფანის და თავისი კაბინეტისკენ გაეშურა.დამიენს არ ჰყავს მდივანი, არ ჰყავს მძღოლი.არ ჰყავს ასისტენტი.მთელი დღე მარტო მუშაობს და მთელი დღე სხვების საქმეების მოგვარებითაა დაკავებული.– კორალი, შენს საქმეზე დავრეკე, არ იფიქრო, დამავიწყდა.– ლორა, ორ დღეში მეცოდინება ჩემი შესაძლებლობები, რაც მთხოვე, იმის შესახებ.კაბინეტის კარი მუდმივად ღია აქვს დამიენს და პაციენტებს, როცა უნდათ, მაშინ შედიან მასთან და ათას “სისულელეზე” ელაპარაკებიან.შეუძლია, საათობით უსმინოს და ხანდახან უბრალოდ შარფი შეისწოროს ყელზე.ჩემზეც უფიქრია.გუშინ დილას შემოვიდა და მეუბნება :– დინა, შენი ველოსიპედის სკამი ძალიან დაბალზეა და ფეხებს გატკენს.( ამისთვის როდისღა მოიცალა?!)ვუყურებ ამ ბიჭს, ჩემზე ალბათ სამი – ოთხი წლით დიდს და ვფიქრობ – ნამდვილი ფრანგი ალბათ ასეთია.ყელზე შარფით და შარფის ფერი თასმებით ბოტასებზე.ასეთი ზრდილობიანი.ყველას ტკივილის გულთან მიმტანი, მომსმენი და მომთმენი.
ალბათ მოხუცთა თავშესაფარში მოხუცებს სწორედ ასეთი ნამდვილი ფრანგების სიმცირე ატირებდათ ხოლმე …..
კომენტარები