პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოში დღევანდელი ხმაურიანი ამბების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას მორიგი წერილი მისწერა.
“აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს, კარგად ვარ ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით,თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს როდესაც თვითონ მაგ დღეშია,მერამდენე წერილია არ მახსოვს მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული)”
კომენტარები