სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
,,ე, ბიჯო!
რა აკრიახდით და გადაიჭერით ვენები მოძალადე პოლიციელიო!!!
თან ვინ, რონი მესხი?!!!
რონი მესხის კულტურა და ინტელექტი არ ღირსებია ერთად, მთელ თქვენს საგვარეულოს!!!
თმა მოქაჩაო! უი, დედა! ცხენის კუდი ჰქვია მაგ ვარცხნილობას. ცხენის კუდში წვდა! ჯერაც არავის მოუქაჩია!!! დაიქცა ქვეყანა?!!!
ახლა არ დამიწყოს ვინმემ, აქ, ძალადობას ამართლებო!!!
თქვენ რა იცით, ძალადობა, თქვენ სად გინახავთ იმდენი და იმდენი სახეობის ძალადობა, რაც მე მანახა ჩემმა პროფესიამ?!!!!
ამიტომ ჩუ!!!
ხო, პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ვსაუბრობ, მთელ საქართველოში რომ დავსდევდი დაზარალებულების გამოვლენას; თუ ზურგზე მიმწვარი სიგარეტი, თუ ელექტროდენით ( სამხედრო-საველე ტელეფონით) თითებზე, ყურებზე, სასქესო ორგანოებზე!!! თუ “პარკეტით” ფეხის გულებზე! თუ ხელებით ჩამოკიდება, თუ ფეხით ცემა, ხელით, მუშტით, დუბინკით!!!
და ეს ცემა-წამება თითო-თითოდ, რამხელა პირადი რისკის ფასად აღმოიფხვრა!
სააკაშვილის რეჟიმმა კი ყველას გადაუსწრო, მაგრამ, მე ახლაც ისევე ვმუშაობ და ასე ვთქვათ, ახლაც ხელი მიდევს პულსზე, ამ სფეროში!!!
არ გინახავთ თქვენ ძალადობა თქვენი თვალით! არც ის გინდათ, აღიაროთ, “ევროპების” და აშშ-ს პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაუმორჩილებლობას რა მოჰყვება!!!
ნამეტანი “გაგაგულავათ” და “თავზე დაგასვათ” პოლიციას და საზოგადოებას, დღევანდელმა ლოიალურმა ხელისუფლებამ!!!
სულ გათავხედდით, ეს ინფანტილური უნიჭოები!!! ახალი წელს ამათი ტლინკაობა იყო რუსთაველზე, 9 აპრილს ესენი გადადიოდნენ ყირაზე, აღდგომასაც!!! აღარ კმარა?!!!!
რონი მესხმა ცხენის კუდი მოქაჩა!!! უი, დედა, როგორ უძალადია და უწამებია!!!
საქართველოს მთავრობავ, იქნებ კმარა, ეს ენის მოჩლექა ავანტურისტებთან და ქვეყანაში მშვიდი ცხოვრების მტრებთან?!!!!
პოლიციას მაინც გაუფრთხილდით, ასე, უსასრულოდ, 24 საათიან რეჟიმში, ამ კრეტინობის და პროვოკაციების უხმოდ თმენა ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე ხომ არ გადის?! გადის!!! გაიქცეს ეს ხალხი სამსახურებიდან, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანორმირებული და პროფესიულად შეუთავსებელი ტვირთი აკიდა მმართველმა პარტიამ თავისი ნაც.ლოიალობის გამო?!!!
არ ვარ, ბატონებო, რადიკალი, მაგრამ ჩვენ დავიღალეთ!!!“
კომენტარები