“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეული წევრებიდან ერთ-ერთის, ნანა ყეინიშვილის საეჭვო წარსულსა და გარიგებებზე საუბრისას, ამბობს:
დღევანდელი გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ეს ნიშნავს მათ შორის, სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში. მინდა, რომ ცალსახად ყველას ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თურნავამ არ გაუქმდება, რაც პოტენციურად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ. ბატონ ხომერიკზე ვერ ვიტყვი ვერაფერს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ქალბატონ ყეინიშვილს, მისი ბიოგრაფია იძებნება, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება. ჩემთვის პირდაპირ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მსგავსი პიროვნების დასახელება ამ პოსტზე, ეს ქალბატონი გარდა ძალიან საეჭვო ფინანსური გარიგებებისა ასევე მისი ოჯახი, პირდაპირ იყო მხილებული რუსეთთან კავშირებში, ამიტომ ქართული ოცნებისთვის ცხადია ეს ლოგიკური არჩევანია”.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე “ოცნებამ” ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
კომენტარები