ბადრი ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს, სადაც “ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს მისთვის მანდატის ჩამორთმევა, მიმართა და თქვა:
“ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად…ახლა ეს განმეორება თუ მოხდა ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იგივეს განხორციელება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები.
მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში, მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერე ხელი, ასე რომ ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იგივეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები.
თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები იქნებიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას, იმისათვის, რომ დადგეს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა იწვევს სულ ნიჰილიზმს, ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას. ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირ გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება”
“ლელოს” ლიდერი გარდა, პარლამენტმა დღეს კენჭი უნდა უყაროს ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
კომენტარები