ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართავს:
“ყოველთვის გამორჩეულად მომწონდი. შენი ღირებულებების და პრინციპების გამო და ისეთად დარჩი ბოლომდე. შენნაირების გამო უფრო ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და გული მწყდება რომ ცოტა რჩებით. სულ ვფიქრობდი, ბევრი შენნაირი ყოლოდა პარტიას და ძალიან დასანანია რომ პირიქით ხდება! ვრჩები შენს გულშემატკივრად და მადლიერად, რაც ჯერ კიდევ პატარა გოგომ, ბევრი შეურაცხყოფის ხარჯზე აკეთე ამ ქვეყნისთვის”.
ცნობისთვის, ჩიორა თაქთაქიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს.
კომენტარები