თეა წულუკიანმა კომისიაზე, სადაც ჯუმბერ ბუზალაძეს უსმენდნენ, იკითხა:
„ვანო მერაბიშვილს რომ მეუღლისთვის თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ საიდან იცით?“
ჯუმბერ ბუზალაძე: „ერთ გორელს ჰყავდა ჩემნაირი მანქანა, ედავა და ვერ წაართვა, მე მომერია. დაკითხვის დროს ნანუკა შემოვარდა ორი ოპერატორით და რ2-ის ეთერში გამომაცხადა, რომ ვარ იაპონურ მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში“
თეა წულუკიანმა აგრეთვე განაცხადა: იმისთვის, რომ ერეკლე კოდუას თავისი ოჯახის წევრები მოემარაგებინა მანქანებით ის, რეალურად, სახელმწიფო რეკეტით იყო დაკავებული
ნანუკა ჟორჟოლიანმა საპასუხოდ ვიდეომიმართვა ჩაწერა:
„ნანულას მიმართვა ჯალათეას 

ასევე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ეს მოპარული მანქანები იძებნებოდა ინტერპოლით.
შევარდნაძის დროს, ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ ხდებოდა. ზიანდებოდა მოპარული მანქანის კოდი და იყიდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ, საქართველო იყო ტრანზიტი.
რაზეც ინტერპოლს ჰქონდა მოთხოვნა ის მანქანები უბრუნდებოდა პატრონს, რაც არა, რჩებოდა სახწლმწიფო ბალანსზე როგორც ვამბობ ჩართვაში.“
კომენტარები