სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი კურიოზი ქვეყნდება, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ”
„მარშრუტკაში“… სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა:
– ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია.
– მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით.
– მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ.
ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა.
ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი.
ნანული ფერდაკარგული იდგა.
რამდენიმე ხანში გამოერკვა და
– უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს. მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში …
მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო.
სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი.
უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება?
– მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ერთ-ერთ გაჩერებაზე.
მგზავრებმა კი შვებით ამოისუნთქეს.
P.S. და მაინც რანი ვართ ეს ხალხი?“
კომენტარები